11 წლის მოზარდმა იმ ბავშვებისთვის, რომლებიც შესაბამის ზრუნვას საჭიროებენ, 500 საბანი და 1100 პირბადე შეკერა. ლაქი ბეილოქმა კერვა მას შემდეგ დაიწყო, რაც მეგობრის დაბადების დღეზე დანაკუწებული მატერიისგან საბანი შეკერა. წვეულების შემდეგ მან დედამისს ნებართვა თხოვა, რათა დამზადებული საბანი იმ ბავშვისთვის გადაეცა, ვისაც ის ესაჭიროებოდა. ამ დღის შემდეგ, მან დაამზადა 500 საბანი, რომლებიც 14 ქვეყანაში გაიგზავნა. ყოველ მათგანს ავტორის ხელმოწერა და მიხატული გული ამშვენებს.
„ვიმედოვნებ, მათ ეცოდინებათ, რომ მათზე ვიღაც ზრუნავს. მიხარია, რომ ბავშვები, რომელთაც მე ვეხმარები, სიყვარულს გრძნობენ“, – ამბობს ლაქი.
მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, იგი საბნების კერვის პარალელურად, სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებისა და ბავშვებისთვის პირბადეების დამზადებას შეუდგა. მან დახმარების მთხოვნელებს მარტიდან 1100 პირბადე შეუკერა.
„მსოფლიო უკეთესია, როდესაც სიკეთეს ვაკეთებთ. ზოგჯერ ყველაფერი რთულდება, თუმცა ჩვენ ვცდილობთ რეალობა განსხვავებული გავხადოთ“, – განაცხადა ლაქიმ.
წყარო: city.kvira.ge