აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გამოცდებში მონაწილეობას ვერ მიიღებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით, აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის უფლება არ აქვს.
„ეს აბიტურიენტი ახლა გადის შესაბამის მკურნლაობას და ვერ მონაწილეობს საგამოცდო პროცესში. რაც შეეხბა იმას, დაინიშნება თუ არა განმეორებითი გამოცდები, მას შემდეგ რაც ეს პროცესი დასრულდება, სამწუხაროდ ჩვენ გამოცდების განმეორებითი დანიშვნის შესაძლებლობა არ გვაქვს,“ – განაცხადა გორგოძემ.
რაც შეეხება იმ 9 აბიტურიენტს, რომლებიც ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად ისხდნენ საგამოცდო სექტროში, გორგოძის თქმით, მათ კორონავირუსის ინფექცია არ დაუდასტურდათ და შესაბამისად, გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვთ.
ცნობისთვის, 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა.