მიურეიმ სასჯელი, ლოს-ანჯელესში მდებარე ციხეში მოიხადა და გათავისუფლდა.
2011 წელში სასამართლომ მიურეი 2009 წლის 25 ივნისს მაიკლ ჯექსონისათვის ძლიერი ანესთეზიური პრეპარატის ”პროპოფოლის” ზედმეტი დოზის მიცემაში დაადანშაულა, რამაც მომღერლის სიკვდილი გამოიწვია.
მიურეიმ ბრალდება არ აღიარა. მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ პოპვარსკვლავმა მომაკვდინებელი დოზა თავად მიიღო.
ლოს ანჯელესის სასამართლო ექსპერტიზამ ცხედრის გაკვეთის დროს ჯექსონის სისხლში პროპოფილთან ერთად ლორაზეპამი, მიდაზოლამი, დიაზეპამი, ლიდოკაინი და ეფედრინი აღმოაჩინა.