ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში და გააპროტესტეს საიდუმლო დაზვერვის პროგრამები.
გააპროტესტეს აშშ-ის მთავრობა, რომელიც დაადანაშაულეს ადამიანების პირადი ცხოვრების დარღვევაში. გაავრცელეს ლოზუნგები-”გმადლობთ ედვარდ შოვდენ”, ”შეწყდეს მასობრივი დაზვერვა”.
აქციის მონაწილეები, თან მოტანილი განცხადებების კონგრესის წევრებისთვის გადაცემის შემდეგ, დაიშალნენ.
ამავე დროს გამოთქმული იდეების კვალდაკვალ, ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტოს საქმიანობაც ეჭვს ქვეშ არის. ჟურნალ Foreign Policy-ის ცნობით, 21-მა ქვეყანამ წამოიწყო ინიციატივა და მოითხოვენ შეიზღუდოს გაეროსთან არსებული ორგანიზაციის დაზვერვის პროგრამა.
ბრაზილიის და საფრანგეთის ინიციატივით მომზადებულ ტექსტში აღნიშნულია, რომ ხდება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და დემოკრატიული ქვეყნებისთვის საფრთხის შექმნა.
29.10.13
Discussion about this post