საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები „რვა ერის“ სარაგბო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
ესაა უდიდესი მიღწევა, – ასე შეაფასა მსოფლიო რაგბის საშეჯიბრო და მაღალი მიღწევების მიმართულების ხელმძღვანელმა, მარკ იგანმა საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრებს ყველაზე პრესტიჟულ, „რვა ერის“ სარაგბო ტურნირში მონაწილეობის შესაძლებლობა.
„ამ შანსს თქვენი ნაკრები ნამდვილად იმსახურებს იმ საქმიანობის გამო, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოში გაკეთდა. ეს ნამდვილად ბონუსი და შანსია“ – განაცხადა მარკ იგანმა.