საქართველოში კორონავირუსის 170 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსით ინფიცირებულია – 2 562;
გამოჯანმრთელებულია – 1 369;
მათ შორის გარდაცვლილია – 19;
კარანტინის რეჟიმში რჩება – 6 633;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.