ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ პანდემიასთან ბრძოლის საპასუხოდ სკოლების დახურვა უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს.
ჯანმოს ხელმძღვანელის თქმით, სკოლების დახურვა ბავშვებზე გამანადგურებელ გავლენას ახდენს.
„დროებითი დახურვა მხოლოდ ლოკალიზებულ ადგილებში უნდა მოხდეს, სადაც Covid-19 ინტენსიურ გადაცემას აქვს ადგილი. სკოლის დახურვის დროს განათლების მიღების უწყვეტობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს დისტანციური სწავლების გზით. სკოლების დახურვის დრო გამოყენებული უნდა იყოს პრევენციული ზომების განსახორციელებლად“, – აღნიშნა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.