რა კვალს ტოვებს COVID19 ჯერ არ ვიცით. არსებობს ერთეული კვლევები, რომელიც ამბობს, რომ ეს დაავადება უკვალოდ არ ჩაივლის, – ამის შესახებ „რუსთავი2“-ის ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით კორონავირუსი კვალს ტოვებს პირველ რიგში სასუნთქ სისტემაზე. „ფიბროზული ზონები რჩება ფილტვში. კერძოდ ფილტვის აქტიური ქსოვილის ნაცვლად, მისი ნაწილი ჩანაცვლებულია შემაერთებელი ქსოვილით, რომელიც პასიურია და არ სუნთქავს, რაც ყველაზე უფრო მიახლოებულია ნაწიბურთან“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, კორონავირუსი შესაძლოა კვალს ტოვებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზეც. „სადაც შესაძლებელია თრომბოემბოლიური გართულებები იყოს. ამაზე კვლევები ახალი დაწყებულია. ჩვენც ვგეგმავთ ამ კვლევების ჩატარებას საქართველოში. მაგრამ რამდენადაც პანდემია თვითონ ახალია, სულ 8 თვეა გასული, ამიტომ ეს შორეული შედეგები ჯერ არავინ არ იცის. 6 თვის ან ერთი წლის შემდეგ შეგვეძლება ამაზე ზუსტად გავცეთ პასუხი“, – აღნიშნა ცერცვაძემ.