ცენტრალურმა საარჩევნო კომპსიამ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი მიიღო. ცესკო-ს ინფორმაციით, დოკუმენტი იმ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს განსაზღვრავს, რომლის დაცვითაც ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ.
ამომრჩევლის მიერ კენჭისყრის შენობაში შესვლის წესები:
ამომრჩეველს არ გაუზომავენ სიცხეს, თუმცა ის ვალდებულია, ეკეთოს პირბადე;
ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, უწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები;
ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური კალმით. ამომრჩეველი ხმის მიცემის შემდეგ კალამს განათავსებს კალმებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში.
ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.