ილონ მასკის ქონება ბოლო 1 კვირის განმავლობაში 13-მილიარდი დოლარით გაიზარდა.
Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი 22 სექტემბერს კომპანიის უახლეს ინოვაციას, “ენერგიის დღეს” გაგვაცნობს. ინვესტორებმა “ენერგიის დღეში” თანხა უკვე დააბანდეს, რამაც მსოფლიოს რიგით მესამე უმდიდრესი ადამიანის შემოსავალი 1 კვირაში $13-მილიარდით გაზარდა.
“ენერგიის დღის” მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს Tesla-ს ავტომობილის მიერ დახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობა და უზრუნველყოს მომხმარებლის კომფორტი.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირა წარმატებული აღმოჩნდა სხვა ელექტროავტომობილების მწარმოებელი კომპანიებისთვისაც. მაგალითად, ჩინური BYD-ს ქონება $2.3-მილიარდით, აქციების ფასები კი 35%-ით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ ილონ მასკის ამჟამინდელი ქონება $92.4-მილიარდია. აქედან გამომდინარე, მხოლოდ 1 კვირის განმავლობაში $13-მილიარდიანი შემოსავალი დიდ წარმატებასა და მომავალში უფრო გაზრდილ ინვესტიციებსა და ქონებაზე მეტყველებს.