საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, რა მდგომარეობაშიც მმართველმა გუნდმა ქვეყანა მიიღო, მათ შორის, გზების, წყალმომარაგების, გაზიფიცირებისა თუ ხიდების თვალსაზრისით, ისეთი “სავალალო” იყო — 8 წელი არ გამოდგა საკმარისი, რომ ეს სისტემური ინფრასტრუქტურა “ნორმალურ ფორმაში” მოეყვანათ.
“მომავალი 4 წლის განმავლობაში, სახელმწიფო გეგმავს, სისტემურ ინფრასტრუქტურაში დახარჯოს 20 მილიარდი ლარი, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ესეც არ იქნება სამყოფი”, — განაცხადა გიორგი გახარიამ.