თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ონლაინ ლექციის ჩაშლის მცდელობისა და ლექტორებისთვის შეურაცხყოფის მიყენების რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ თსუ ავრცელებს.
“მის [სტუდენტის] საკითხზე ფაკულტეტის საბჭო უახლოეს დღეებში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. თუ სხვა პირებიც სტუდენტები აღმოჩნდებიან, უნივერსიტეტი დამატებით იმსჯელებს მათ საკითხთან დაკავშირებითაც. საკითხის განხილვისას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, უნივერსიტეტის წესდებითა და შიდა სამართლებრივი რეგულაციებით იხელმძღვანელებს”, – წერია თსუ-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პირთა იდენტიფიცირების შემდეგ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქმეს შესაბამის მსვლელობას მისცემს.