2020 წლის მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე 10 440 აპლიკანტი გავიდა, საიდანაც გამოცდა წარმატებით 2 734 აპლიკანტმა ჩააბარა. რაც, იმას ნიშნავს, რომ ზღვარი 7706-მა აპლიკანტმა ვერ გადალახა.
„გამოცდებზე გამოვიდა10 440 აპლიკანტი. მათგან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 2 734 აპლიკანტმა გადალახა“, – აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
გამოცდაზე დარეგისტრირებული იყო 11 908 მასწავლებლობის მსურველი, თუმცა აქედან 1 468 პირი გამოცდაზე არ გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე რეგისტრაცია სექტემბრის ბოლოსთვის უნდა გამოცხადდეს.