საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საკვები პროდუქტები კიდევ 2 კვირის განმავლობაში, 15 ოქტომბრამდე დაურიგდებათ.
„ძალიან მნიშვნელოვანია ეს ხელშეწყობა და ეს თანადგომა, მით უმეტეს ამ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში, როდესაც პანდემიამ სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა ქვეყანას და მსოფლიოშიც ზოგადად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ ჩვენ ამ ოჯახებს, ამ ბავშვებს მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ და გაცდენა რომ არ იყოს ამ ორკვირიან პერიოდში გააკეთეთ უზრუნველყოფა საკვები პროდუქტებით“, – განაცხადა კალაძემ.