აფხაზეთის ე.წ.პარლამენტი ყარაბაღის კონფლიქტში დაპირისპირებულ მხარეებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, სოხუმში მოსალაპარაკებლად ჩასვლას სთავაზობს.
“საბრძოლო შეტაკებებში იღუპებიან სამხედრო და სამოქალაქო პირები, რაც ჩვენთვის შემაძრწუნებელია. ეს საფთხეს წარმოადგენს მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის. აფხაზ ხალხს კარგად ესმის, რა გრძნობაა, როცა ბომბებს გიშენენ. სოხუმი მზადაა, უმასპინძლოს ორივე ქვეყნის წარმომადგენელს, რათა მათ შორის შედგეს მშვიდობიანი მოლაპარაკებები, “ – წერია აფხაზეთის ე.წ.პარლამენტის განცხადებაში.