როგორც BBC იუწყება, აზერბაიჯანის მეორე ყველაზე დიდი ქალაქი, განჯა სომხეთის ძალებმა დაბომბეს.
თვითაღიარებული ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, განჯის სამხედრო აეროპორტის დაბომბვის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც აზერბაიჯანულმა ძალებმა ყარაბაღის დედაქალაქი, სტეპანკერტი დაბომბეს.
როგორც აზერბაიჯანი აცხადებს, განჯის სამხედრო ობიექტები არ დაზარალებულა.
აღსანიშნავია, რომ დაპირისპირების შედეგად, რომელიც 1 კვირის წინ დაიწყო 220 ადამიანზე მეტი დაიღუპა.