გიორგი გახარიას თქმით, საქართველო ვირუსის გავრცელების კრიტიკულ ნიშნულამდე არ მივა.
„ვირუსის გავრცელების კრიტიკულ ნიშნულამდე არ მივალთ. ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავი არ არის. ამიტომ არის, რომ ჩვენ ამ ეტაპზეც სტრუქტურირება ხდება ისეთი, რომ ზეწოლა იყოს გადანაწილებული სხვადასხვა მიმართულებით.
ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები ვირუსის გავრცელების ტემპის შენელების. მისი გაჩერება შეიძლება თუ ისევ საგანგებო მდგომარეობას გამოვაცხადებთ. 2 კვირაში გავაჩერებთ უპრობლემოდ, მაგრამ ეს ხომ არ გვინდა, ამიტომ ვამბობთ, რომ რეკომენდაციები უნდა დავიცვათ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.