ხელვაჩაურში ტრაგიკულად დაღუპული ოჯახის გადარჩენილი 1 წევრი, 12 წლის გოგონა გურული დღიურების ფონდის სტიპენდიანტი გახდება, – ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე აცხადებს.
„ხელვაჩაურში, სტიქიას შეწირული ოჯახიდან, ცოცხალი მხოლოდ 12 წლის თიკა თედორაძე დარჩა. გოგონას დეკემბრიდან გურული დღიურების ფონდის სტიპენდიას დავუნიშნავთ და მერეც სულ მივადევნებთ თვალ-ყურს – თიკა საუკეთესო განათლებას მიიღებს“, – წერს კეკელიძე.