საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა – ამის შესახებ ოფიციალური სტატისტიკა stopcov.geზე განახლდა.
ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით 72 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირების შემთხვევებმა კი 10752 შეადგინა. აქედან გამოჯანმრთელებულია 5866 ადამიანი.
დღეს 527 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5574 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 836, ხოლო გარდაცვლილია 72.