დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში ფართომასშტაბიანი შემზღუდავი ღონისძიებების დაწესებაზე მსჯელობა მიმდინარეობს.
მისი თქმით, შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 12 ოქტომბრის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღება.
„შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილებებს, რა მასშტაბის, როგორი და ა.შ. იღებს საკოორდინაციო საბჭო. წერტილოვანი შეზღუდვები რა თქმა უნდა, ხორციელდება. რაც შეეხება, ფართომასშტაბიან ღონისძიებებს, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. რა ტიპის იქნება ეს შემზღუდავი ღონისძიებები ან იქნება თუ არა, ამაზე გადაწყვეტილება იმედი მაქვს, მიღებული იქნება ორშაბათს, საკოორდინაციო საბჭოზე და ყველასთვის გახდება ცნობილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.