„მსოფლიოში და საქართველოში დაფიქსირდა ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი. როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში გადავაბიჯებთ 1000-კაციან ნიშნულს“.
განაცხადა პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მთავრობის სტრატეგიაა წერტილოვანი შეზღუდვები.
„თბილისში და იმერეთში ხვალიდან რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულებების მუშაობა შეიზღუდება 22:00 საათიდან“, – განაცხადა გახარიამ.