თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელი მგზავრობისთვის გამოიყენონ და უსაფრთხოების ყველა წესი დაიცვან.
როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, თბილისში ”კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა კონტროლი ხორციელდება.
ამასთან, აღნიშნული მიზნით მეტროსადგურებთან ინტესიურ მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები ახორციელებენ:
“ვახორციელებთ პირბადეების კონტროლს თბილისის მეტროპოლიტენში. ყველა ჩასასვლელში დგას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მოქალაქეების კონტროლი მიმდინარეობს, რამდენად იყენებენ ისინი პირბადეებს. იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქეებს თან არ აქვთ პიბადე, მას ჩვენ ვაძლევთ. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რამდენადაც მათი მხარდაჭერა და თანადომა ამ პროცესში საკმაოდ მნიშვნელოვანია. მოქალაქეებს ვთხოვთ, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და ყურადღება“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.