“სასწრაფო დახმარებას აქვს დაგვიანება 2-3 საათით, რაც პანდემიის პირობებში სრულიად ნორმალურია, ვინაიდან ჩვეულებრივი ვირუსის შემთხვევაშიც ჩვენ მსგავსი დაგვიანებები გვქონია. ეს არ წარმოადგენს საგანგაშო კომპონენტს, ვინაიდან ვირუსით დაავადებული ადამიანი არ არის კარდიოლოგიური ან ნევროლოგიური სისტემით დაავადებული ადამიანი, რომელსაც ესაჭიროება 20 წუთში სასწრაფო ბრიგადის ადგილზე მისვლა, ეს არის გეგმიური პროცესი, ჩვენს ექიმებს ესაჭიროებათ აღჭურვილობის გამოცვლა”, – ამბობს ტიკარაძე.