მიუხედავად ზამთრის სეზონი არაერთი სიკეთისა, გარკვეული მიმართულებებით ის ადამიანებისთვის დამთრგუნველია. ეს განსაკუთრებულით მათთვისაა პრობლემა, ვინც საკუთარი კანის სიჯანსაღის საკმაო დროს უთმობს. თბილი დღეებისგან განსხვავებით, ქარსა და ყინვასთან საბრძოლველად სხვა დამატებითი პროცედურები და მეთოდებია საჭირო. ეს კი თავისთავად გულისხმობს ხარისხიანი პროდუქციის გამოყენებას.
“უსული”-ს პროფილს სწორედ ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვა წარმოადგენს. შესაბამისი კოსმეტიკა კი გამორჩეული შემადგენლობის მატარებელია.
“თბილისი თაიმსის” შეკითხვებს “უსული”-ს წარმომადგენლები, ხატია ლობჯანიძე და ნანი კობახიძე პასუხობენ.
რომ გვითხრათ, რას და რისგან აწარმოებთ?
„უსული“-ს (ძვ. ქ. სიტყვა: ლამაზი, მოხდენილი) 100-წლოვანი საგვარეულო რეცეპტების მიხედვით დამზადებულია ასი პროცენტით ნატურალური ხელნაკეთი კოსმეტიკა, თავის მოვლის საშუალებები და სამკურნალო წამლები, კერძოდ: დღისა და ღამის დამატენიანებელი სახის საცხი, ტუჩის ბალმი, თვალის საცხი, კრემი პრობლემური კანისათვის, სახის გამწმენდები და ნიღბები, კოსმეტიკური საპონი, ნაწოლებისა და დამწვრობის სამკურნალო მალამოები.
ჩვენი პროდუქციის ძირითადი შემადგენლობა გახლავთ სპერმაცეპტი, ფუტკრის ცვილი, კაკაოს ცხიმი, ნატურალური თაფლი, შიის კარაქი, სხვადასხვა მცენარეული ეთერზეთები, ვიტამინების მთელი ნაკრები და რაჭის მთის უნიკალური სამკურნალო მცენარეები. ჩვენი მთავარი გარანტია „უსული“-ს პროდუქციის მაღალი ხარისხი და მისი ნატურალური შემადგენლობა. ჩვენ „უსული“-ს კოსმეტიკას ვუწოდებთ „ცოცხალს“, რადგან მასში შემავალი მცენარეები ინარჩუნებენ ყველა სასიცოცხლო ინგრედიენტს და მნიშვნელოვანი ბიოაქტიური
ნივთიერებები დაუზიანებელი რჩება.
რას ურჩევთ ადამიანებს, მიმდინარე სეზონზე როგორ უნდა მოუარონ თავს სწორად?
შემოდგომაზე ზაფხულის მსუბუქი საცხები და თავის მოვლის საშუალებები საკმარისი აღარ არის. აუცილებელია ინტენსიური დატენიანება სახის ნიღბებითა და ვიტამინებით გაჯერებული მკვებავებით. კარგი პერიოდია პიგმენტური ლაქების ასაქერცლად.
ზოგადად, ზამთრის რუტინა რა ძირითადი მახასიათებლებით განსხვავდება სხვა სეზონების რუტინებისგან?
წელიწადის სხვადასხვა დროს კანს განსხვავებული მოვლა სჭირდება. სიცივე, თოვლი და ქარი ცუდად მოქმედებს სახის კანზე. მისი თხელი საფარი სკდება და ალაგ-ალაგ იქერცლება. საერთოდ, მშრალ კანს ნაოჭებისადმი მიდრეკილება აქვს, სიცივე კი ასეთი კანის ზედაპირს უფრო მეტად აშრობს, ქერცლავს და აბერებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სახის მოვლის რუტინა დილა-საღამოს იყოს სისტემატური. ზამთრისთვის კანზე ზრუნვა ადრეულ ეტაპზე, შემოდგომაზე უნდა დავიწყოთ, პირველივე სუსხისთანავე გამოიყენეთ სახის დამატენიანებელი საცხი, რომელიც გაჯერებული იქნება ვიტამინებით და უზრუნველყოფს სახის კანის უჯრედების საკმარის ელასტიურობას, შეუნარჩუნებს კანს ტონუსსა და სიმკვრივეს.
შემოდგომასა და ზამთარში გაანებივრეთ თქვენი სახის კანი გამწმენდი და დამატენიანებელი ნიღბებით. მიიღეთ წყლის საკმარისი რაოდენობა და სახე თბილი წყლით გაისუფთავეთ, რათა დაიცვათ ის გამოშრობისგან. მოერიდეთ პარფიუმერიის შემცველი პროდუქციის გამოყენებას, განსაკუთრებით – მაშინ, თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ. ზამთრის სუსხიან დღეებში კი გარეთ გასვლის წინ სახე დაიტენიანეთ თქვენთვის სასურველი ეთერზეთით.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ