ეს ფოტოები მთაწმინდის პარკშია გადაღებული. ქალი, რომელიც ახალშობილ ბავშვებს უცნაური მეთოდით ავარჯიშებს ქეთევან მერაბიშვილია. მის მიერ დანერგილ ე.წ. მაუგლის მეთოდებს არაერთი მედიკოსის აღშფოთება მოჰყვა.
საფრანგეთში მოღვაწე ქართველი პედიატრი ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში წერს:
გამისკდა გული!
ვინმე ქეთი „ექიმი“ 1 კვირის ახალშობილს ტვინს ურყევს და ამას მშობლები აპლოდირებენ, იმის მაგივრად რომ უჩივლონ!
გავარკვიე, ანტივაქსერების სექტაც ყოფილა, ამისთანებმა შემოაბრინეს დავიწყებული საშიში დაავადებები! მოკლედ, სასწრაფოდ უნდა შველა ამ ბავშვებს! დედებს ავუხსნათ, რა საფრთხეს უქმნიან საკუთარ შვილებს ამ ვაი-ექიმის ხელში“, – წერს ქეთი ლობჟანიძე.