დედაქალაქის მერია პანდემიით დაზარალებული მოქალაქეების გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამას იწყებს, რომელიც საზოგადოებას დღეს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ წარუდგინა.
“ახლა ვიმყოფებით პანდემიის პირობებში და ბუნებრივია, შრომის ბაზარმა განიცადა გარკვეული ცვლილებები, ამიტომ ამ პროგრამაში შევიტანეთ ცვლილება და ზუსტად პანდემიით დაზარალებულ მოქალაქეებს მოვარგეთ. ისეთი სექტორები, როგორებიცაა მაგალითდ, მომსახურების სფერო დაზარალდა, მაგრამ ძალიან ბევრი ისეთი დარგია, სადაც დარჩენილია მოთხოვნა და აქტუალურია, რომ ამ მიმართულებით გადავამზადოთ მოქალაქეები, რათა შეძლონ და დაეუფლონ ახალ უნარ-ჩვევებს და შეძლონ დასაქმება. ჯამში, წელიწადში, დაახლოებით, მილიონ ლარს დავხარჯავთ გადამზადებაზე და ბუნებრივია, თუ დარჩება მოთხოვნა, გავარგრძელებთ პროგრამას”, – ამბობს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, რომლის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში პროგრამის ფარგლებში 2100 მოქალაქე გადამზადდა, რომელთაგან 1800 დასაქმდა.