ევროპის კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილი ძლიერ ქარიშხალს ებრძვის და ამ ქარიშხლის გამო ცხოვრება პარალიზებულია ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიასა და ჰოლანდიაში. დღესდღეობით ამ ქვეყნებში მთლიანობაში დაკარგულადაა გამოცხადებული 13 კაცი.
მიღებული ცნობებით ინგლისში 5 კაცი დაიღუპა, რამდენიმე დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, რის გამოც შეწყდა მატარებლების მოძრაობა, ხოლო ჰატროუს აეროპორტში 130 რეისი გაუქმებულ იქნა.
გერმანიაში 6 კაცი დაიღუპა, მრავალ სახლს ჭერი აეხადა და ძირფესვიანად ამოიგლიჯა ხეები.
საფრანგეთში ყველაზე მეტად ქარიშხლისგან ნორმანდია და ბრეტონია დაზარალდნენ, სადაც ელექტროენერგია არ მიეწოდება 75 ათას კომლს.
განგაშია გამოცხადებული ჰოლანდიის დედაქალაქ ამსტერდამში და ხელისუფლება მოსახლეობას სთხოვს ქარიშხლის ჩადგომამდე არ გამოვიდნენ გარეთ.
ქარიშხალი შვეციისა და დანიისაკენ მიემართება და ამიტომ ამ ქვეყნის ხელისუფლებები პრევენციულ ზომებს იღებენ.
30.10.13