ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს თითოეულ კუთხეს საკუთარი უნიკალური, დიდი ისტორია აქვს. ეს ისტორიები საინტერესოა არამხოლოდ ქართველებისთვის. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ფესვებით.
ჩვენი ქვეყნის მთიანი რეგიონები განსაკუთრებული სილამაზითა და მიმზიდველობით გამოირჩევა. მრავალჯერ დათვალიერების მიუხედავად, თითქოს, ქართველებესაც კი არ გვყოფნის, მუდმივად რჩება რაღაც იდუმალი, გასაიდუმლებული და ჩვენ გვრჩება სურვილი, უკან მოვიხედოთ, ამ მაღალ მთებს კიდევ დავუბრუნდეთ.
სვანეთი გამორჩეულად ლამაზია. უძველესი, უძველესი კოშკებია მისი განსაკუთრებულობა. მთელს მსოფლიოში კი არა, მათნაირს საქართველოს სხვა კუთხეებშიც კი ვერ ვიხილავთ. არაერთი ტრადიცია აქვთ სვანებს. გამორჩეულია მათი ხასიათი, იუმორის გრძნობა და იქაურების აღნაგობა-განწყობა, რაც მთელს საქართველოში ერთადერთია.
ტრადიციებს შორის ყველაზე ცნობილი სისხლის აღების ტრადიციაა. დღემდე ბევრს საუბრობენ მასზე, ხშირად განიხილება სამართლიანობა-უსამართლობის საკითხი. ძველად არსებობდა აკვანში ქალის დანიშვნის ტრადიცია, ასევე, აღარ არსებობს კაცების მიერ დატირება, რაც განსაკუთრებულად ემოციური იყო უძველეს პერიოდში სვანეთში. იმ დროს ბევრი ადგილობრივი დღესასწაული არსებობდა, რაც დღეს გამქრალია. გარკვეულ კერებში ეს ყველაფერი შემორჩენილიც კია.
მთიანი აჭარა დახუნძლულია ტრადიციებით. გამორჩეულად ცნობილია მარეთობის დღესასწაული. მას წინ დიდი მოსამზადებელი პერიოდი უძღვის, სადაც გაერთიანებულია რელიგიური, კულტურული ელემენტები.
შუამთობა აქ კიდევ ერთი ცნობილი დღესასწაულია. ის აერთიანებს სპორტულ ღონისძიებებს, ცეკვებს, სიმღერებს, საინტერესო ამბებს, ის თანაბრად მიმზიდველია ადგილობრივებისა და უცხოელებისთვის, რომელთა რაოდენობასაც მთლიანი აჭარა არასდროს უჩივის.
დღემდე გამორჩეულია აქაური ქალბატონების ჩაცმულობა, ყოველდღიური – საყოფაცხოვრებო მახასიათებლები, დაწყებული საცხოვრებელში ფეხზე გახდით და ა.შ.
ფშავი, განსაკუთრებით – ზაფხულის პერიოში რიგ რელიგიურ დღესასწაულებს მასპინძლობს. დღემდე აქ ბევრი შეკრება იმართება და ქალებისთვის მონაწილეობის მიღება კვლავ შეზღუდულია.
უძველესი სალოცავების მოლოცვა განსაკუთრებულ რწმენასთან არის დაკავშირებული. ზაფხულობით ადამიანები ფშავში ადიან, რამდენიმე დღეს აქ ატარებენ, რათა ღირსეულად შეასრულონ წმინდა საქმეები. „ვაჟაობა“, “შატილობა”, “„კოპალობა“, “ლაშარობა”, „ცაბაურთა“ და სხვ. აქ განსაკუთრებული დღესასწაულებია – საკუთარი დატვირთვითა და დანიშნულებით, დიდი ისტორიითა და პატივისცემით.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ