საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა. გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს”, — აცხადებენ პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, გახარია 31 ოქტომბერს თვითიზოლაციაში გადავიდა, ვინაიდან მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებით დაუდგინდა კორონავირუსი.