არ არსებობს სეზონი, რომელიც ქალბატონებს საკუთარი თავის განსაკუთრებულ მოვლას არ “ავალდებულებს”. როგორც წესი, საკუთარი კანის სიჯანსაღესა და სილამაზეზე ზრუნვას განსაკუთრებული ყურადღება და ბრენდების არჩევანი სჭირდება. არცთუ ისე დიდი ხანია, ქალბატონებისთვის დაარსდა “ბლაში” – ონლაინ პლატფორმა, რომელიც ხარისხსა დაა გემოვნებას აერთიანებს.
ნინი ხარშილაძე, blush.ge-ის მარკეტინგის მენეჯერი “თბილისი თაიმსის” შეკითხვებს პასუხობს.
რის გამო გადაწყდა, შექმნილიყო Blush.ge?
ონლაინ პლატფორმა „ბლაში“-ს გამოჩენამდე საქართველოში არ არსებობდა კონკრეტულად მხოლოდ კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებებისთვის განკუთვნილი სივრცე, სადაც ხელმისაწვდომი იქნებოდა მაღალი ხარისხის, თავის მოვლისა და კოსმეტიკური ბრენდების პროდუქცია. ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა, ქალბატონებისთვის შეეთავაზებინა კომფორტული და ხარისხიანი ონლაინ პლატფორმა blush.ge, სადაც წარმოდგენილია წამყვანი და მოთხოვნადი როგორც უცხოური, ისე – ქართული ბრენდების პროდუქცია.
ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად შევთავაზოთ მომხმარებლებს სრული ასორტიმენტი თავის მოვლისა და კოსმეტიკის სფეროში, ასევე, შევქმნათ უნიკალური ონლაინ სივრცე, სადაც შოპინგი წარმოადგენს როგორც სიამოვნებას, ასევე, გზას – მიიღო საჭირო ინფორმაცია, გაეცნო ახალ ტრენდებს თუ პროდუქტებს, შექმნა შენთვის საუკეთესო – თავის მოვლის რუტინა და გაიზიარო სხვათა გამოცდილება. ჩვენი კიდევ ერთი მიზანია, განვავითაროთ ქართული ბრენდების მიმართულება და დიდი წვლილი შევიტანოთ მათი პროდუქციის პოპულარიზაციაში.
რამდენი ხანია, რაც ის არსებობს?
Blush.ge-ის პლატფორმის შექმნაზე დიდი ხანია, ვმუშაობთ, თუმცა, პლატფორმა 2 თვეა, რაც ჩაშვებულია ქართულ ბაზარზე და ძალიან დიდი სიხარულით გაცნობებთ, რომ მომხმარებლებისა და შეკვეთების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
რით არის განსხვავებული თქვენი მომსახურება, პროდუქცია სხვათაგან?
Blush.ge სთავაზობს მომხმარებელს ისეთი ბრენდების პროდუქციას, რომელიც აქამდე არ იყო ადგილობრივად ხელმისაწვდომი. ჩვენთან ასევე შეხვდებით ბევრ ქართულ ბრენდს, რომელთა უნიკალურობა და ხარისხი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზს, ამ მიმართულებით ბლაშის მხრიდან დაინტერესებაში. რაც შეეხება სერვისს, „ბლაში“-ს მომხმარებელი იღებს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას, შეკვეთიდან მეორე დღესვე ის იღებს სასურველ პროდუქტს მითითებულ მისამართზე, თბილისის მასშტაბით – უფასოდ. საკურიერო მომსახურება ასევე ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
სხვადასხვა აქციით, წახალისებით თუ გეგმავთ მომხმარებლის განებივრებას?
უახლოეს მომავალში „ბლაში“ მომხმარებელს ბევრ სასიამოვნო სიახლეს შესთავაზებს აქციისა და გათამაშების სახით. ამ ეტაპზე უკვე ვთანამშრომლობთ თიბისი ერთგულთან და ვთავაზობთ მომხმარებელს 10%-იან ფასდაკლებას პლატფორმაზე წარმოდგენილ ყველა პროდუქტზე. სამომავლოდაც ვგეგმავთ სხვადასხვა სახის სასიხარულო თანამშრომლობებს. ასევე, blush.ge ძალიან მალე შესთავაზებს მომხმარებელს პროდუქტის კიდევ უფრო დიდ ასორტიმენტს და მუდმივად იზრუნებს მის სილამაზეზე.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ