დღეს მსოფლიო პანდემიის პერიოდში ცხოვრობს. ადამიანები მოწყვეტილები ვართ შეჩვეულ ყოველდღიურობას. ერთმანეთისა და საკუთარი თავისგან დასაცავად ჩვენ ვალდებულები ვართ, დავიცვათ ჯანდაცვის სისტემის მიერ გავრცელებული რეკომენდაციები, მათ შორის, ის, რომ ვატაროთ პირბადე. თუმცა, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მისი გამოყენება პირიქით – ზიანის მომტანია, მაგრამ ეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. ეს კი მშობელმა და ექიმმა უნდა არეგულირონ.
არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ბავშვებისთვის სამედიცინო ნიღბის ტარება დაშვებული არ არის. ეს მიზეზებია:
- იწვევს ჰიპოქსიას – ეს უკანასკნელი ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც მთელი ორგანიზმი ან მისი ნაწილი განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას;
- მცირდება ფილტვების საციცოცხლო ტევადობა;
- პირბადის ტარებამ შესაძლოა, განსაკუთრებული დისკომფორტი, გაურკვევლობა და უკმაყოფილება აღძრას შედარებით მცირეწლოვან ბავშვებში;
- ბავშვების შემთხვევაში, პირბადის ტარებასთან ერთად, აუცილებელია სიფრთხილის სხვა ზომების (როგორიცაა ფიზიკური დისტანცია, ხელების ხშირი ბანა) მუდმივად დაცვა საკუთარი თავისა და სხვების დაცვის მიზნით.
კორონავირუსის პანდემია ყველასთვის ახალი მოცემულობაა. იმ ფონზე, რომ უფროსი თაობის ადამიანებს უჭირთ პირბადესთან შეჩვევა, გასაკვირი არ არის, რომ ბავშვებს არ აქვთ მისი გამოყენების სურვილი. იმისთვის, რომ სამედიცინო ნიღაბი სწორად და ეფექტურად იქნას გამოყენებული, საჭიროა ბავშვებისთვის ჩვევის გამომუშავება და ადეკვატური მიდგომა, რაც ნებისმიერ შემთხვევაში ინდივიდურია.
მცირეწლოვნების წახალისებისთვის დღეს უკვე არაერთი ფერის, დიზაინის პირბადე იქმნება. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ შეუძლიათ, ატარონ ის დიზაინი, რაც მათ ხასიათსა და პიროვნებას შეესაბამება. ეს იმიტომ, რომ მათ სტრესი, გარკვეულწილად, მოეხსნათ.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ