ხორვატიაში ქართული პირბადის საცდელი პარტია გაიგზავნა. როგორც bm.ge-ს „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით შექმნილი შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ დამფუძნებელმა სოსო მეგრელიძემ უთხრა, საქართველოში წარმოებული პირბადის ექსპორტზე მოლაპარაკებები გერმანიასა და უკრაინასთანაც მიმდინარეობს.
„პირველი, საცდელი პარტია უკვე გაგზავნილია ხორვატიაში. გაიარა საბაჟო პროცედურები და ველოდებით საბოლოო ნებართვას, რომ გართულებების გარეშე განთავსდეს ხორვატიაში ბაზარზე. პირველ ეტაპზე, საცდელად 2000 ცალი პირბადე გავგზავნეთ, ხოლო მოგვიანებით მოცულობას გავზრდით. გარდა ხორვატიისა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის გერმანიასა და უკრაინასთან“, – განაცხადა სოსო მეგრელიძემ.
ინფორმაციისთვის; პირბადეების მწარმოებელი შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ მიმდინარე წლის მაისში დაარსდა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 1.8 მლნ ლარია.