მცირე კვლევებმა, რომლებიც აქამდე ჩატარებულა, აჩვენა, რომ ადამიანებმა, რომლებსაც D ვიტამინის ან თუთიის ნაკლებობა ჰქონდათ, კორონავირუსი შედარებით რთულად გადაიტანეს. ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „იმედის დღის“ ეთერში საუბრობს.
„ის კვლევები, რომლებიც დღეს ჩვენ გვაქვს, იგივე D ვიტამინთან და თუთიასთან მიმართებაში არ არის ძალიან მასშტაბური, მაგრამ საპავტიცემულო ჯგუფებისა და ქვეყნების მიერ არის შესრულებული. ამ კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებთან, რომლებსაც ჰქონდათ დაბალი D ვიტამინის და თუთიის შემცველობა საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, კოვიდის მიმდინარეობა იყო შედარებით უფრო რთული“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.