ნდობა არის ის, რაც ბიზნესს წარმატებულს ხდის და ადამიანებს – ბედნიერს. ჩვეულებრივ, ჩვენ ვისწრაფვით ხარისხისკენ, კომფორტისა და ბუნებრიობისკენ. ამასთანავე, გვაქვს სურვილი, ამ ყველაფერში, შეძლებისდაგვარად, ნაკლები გადავიხადოთ. ქალებისთვის კოსმეტიკა და თავის მოვლის საშუალებები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი ბრენდისა და შემოთავაზების კვალდაკვალ, მომხმარებელს აქვს “ვალდებულება”, გააკეთოს არჩევანი. ამას კი, ცხადია, მრავალფეროვნება სჭირდება. უკვე ოთხი წელია, რაც “პიელ ნატურალსი” ქართულ ბაზარზე შემოვიდა. მათი მიზანი ამ ეტაპზე არის ის, რომ ასი პროცენტით ნატურალური პროდუქტი მომხმარებელს მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად მიეწოდონ
რა მარკეტინგული გათვლებით შეძლო “პიელ ნატურალსმა” ბევრი ადამიანის გულის მოგება და კმაყოფილების შენარჩუნება? მისი დამფუძნებელი, თათუკა ლომაძე – ს “თბილისი თაიმსს” ესაუბრა.
თქვენი პროდუქცია მხოლოდ ქალების საჭიროებებზეა მორგებული?
გვაქვს მამაკაცების ხაზი, ორსულების ხაზი, ასევე, საბავშვო მიმართულებითაც. გარდა ამისა, გვაქვს ანტი ეიჯ ხაზი.
იმავე პროფილის სხვა მწარმოებლებისგან თქვენ რით გამოირჩევით?
ჩვენ, რეალურად, ძალიან გვიხარია, რომ, თამამად შემიძლია – ვთქვა, პირველები ვართ, ვისაც ბაზარზე ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ეს კი იქედან გამომდინარე, რომ ყველაზე ფართო ასორტიმენტის პროდუქცია გვაქვს. ამასთანავე, გვყავს ძალიან დიდი რაოდენობის კმაყოფილი მომხმარებელი. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი – ადამიანების გაბედნიერება და მათთვის კმაყოფილების მინიჭება. ამას ვახერხებთ მაქსიმალურად, რაც მომხმარებლების უკუკავშირიდან ჩანს.
აქციებით, წახალისებებით რამდენად ხშირად ანებივრებთ მომხმარებლებს?
ჩვენ ვქმნით ახალ მარკეტინგულ მიმართულებებს, რომლებსაც იქამდე არ უარსებია. ეს არის ძალიან კარგი და არა მხოლოდ ჩვენი კონკურენტი ფირმები იყენებენ შემდეგ უკვე ამ მარკეტინგულ ხრიკებს – და ფართოვდებიან, შესაძლებლობის ფარგლებში – არამედ სხვადასხვა, სხვა პროფილის მქონე კომპანიები, რომლებსაც დიდი ხანია, ბაზარზე ფეხი აქვთ მოკიდებული. ჩვენ ამის გამო ძალიან მოხარულები ვართ. ამ კუთხით ვეხმარებით არა მხოლოდ ჩვენს მომხმარებლებს, არამედ – სხვებსაც საკუთარ მომხმარებლებთან ურთიერთობისას, რათა ერთობლივად წავწიოთ ჩვენი ეკონომიკა წინ. ასევე, უფრო მეტად გავახაროთ ადამიანები.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ