ნებისმიერ ქვეყანაში საზოგადოებას განსაკუთრებული ინტერესი აქვს იმ სასიყვარულო წყვილების მიმართ, რომლის ორივე წევრიც ცნობილი ადამიანია. ასევეა ჩვენს ქვეყანაში. საქართველოშიც არსებობს წყვილები, რომლებსაც თითქმის მთელი მოსახლეობა იცნობს.
გთავაზობთ სახეებს, რომლებსაც ერთმანეთთან ცოლქმრობა აკავშირებთ.
არცთუ ისე დიდი ხანია, ჯანეტ ქერდიყოშვილმა და ნოე სულაბერიძემ ოჯახი შექმნეს. მათ პატარა, ულამაზესი გოგონა, ანნა სულაბერიძე ჰყავთ.
ტელეწამყვანს ხატია სიჭინავასა და სპორტსმენ რამაზ ნოზაძეს უკვე მრავალწლიანი ქორწინება აკავშირებთ. ისინი ოთხი შვილის მშობლები არიან.
მამულიჩასა და ლელა წურწუმიას ოჯახი არაერთ წელს ითვლის. ეს წყვილი საკმაოდ ბევრისთვისაა საინტერესო.
ზურა ხიზანიშვილისა და სალომე ღვინიაშვილის წყვილი ცნობილია არამხოლოდ საქართველოში.
დიზაინერ ანუკი არეშიძესა და ყოფილ ფეხბურთელ, ახლა უკვე თბილისის მერ კახა კალაძეს ძალიან ლამაზი ოჯახი აქვთ – ისინი ოთხი ბიჭის მშობლები არიან.
ზურაბ ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია – წყვილი, რომლის ამბავიც საკმაოდ სიანტერესო და რომანტიკულია.
ყველასთვის საყვარელი მსახიობი, რუსკა მაყაშვილი და მისი მეუღლე, მორაგბე სანდრო ნიჟარაძე ახლა მეორე შვილის მოლოდინში არიან.
მსახიობ გიორგი ყიფშიძესა და მოდელ ქრისტი ყიფშიძეს საერთო ოჯახი ჰქონდათ. ისინი ქალიშვილის მშობლები არიან.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ