საინტერესოა რა სჭირდებათ დღეს ადამიანებს? ვიცნობთ კი ჩვენ საკუთარ თავებს და გვაქვს პასუხები ფუნდამენტურ კითხვებზე? უმეტესად, საზოგადოება მოქმედებს ისე, რომ არ უკვირდება დეტალებს სიღრმისეულად. ან კიდევ, მას სჭირდება ბიძგი, მიზეზი და მიზანი, საჭიროება, რომ სწორედ ამ დეტალებს დააკვირდეს.
“კაიკონა” შეიქმნა იმისთვის. რომ ჩვენ საკუთარი თავები და ჩვენ ირგვლივ არსებული გარემო შევიცნოთ. მას აქვს გეგმები, სტრატეგიები და მოქმედებს გააზრებულად, ადამიანების ინტერესებსა და საჭიროებებზე დაყრდნობით.
“თბილისი თაიმსის” შეკითხვებს “კაიკონას” თანადამფუძნებელი, ნეირომეცნიერების მკვლევარი, ხათუნა გოგუაძე პასუხობს.
რას გულისხმობს თქვენი საქმიანობა?
“კაიკონა” პიროვნული და პროფესიული განვითარების პლატორმაა, რომელიც ჰოისტური მიდგომით იყენებს მეცნიერებასა და პრაქტიკაზე დაფუძნებულ ცოდნას ინდივიდისა და საზოგადეობის კეთილდღეობისთვის. ის ეხმარება შემეცნებასა და ზრდაზე ორიენტირებულ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა სფეროში. განსაკუთრებულ მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ განათლების სისტემაში ჩართული პირები – მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები და ლიდერები.
ჩვენს მეორად სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებსაც პიროვნული თვისებების განვითარებით სურთ პროფესიულ სივრცეში განვითარება, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების ახლებურად დანახვა და თვითრეალიზება.
უფრო მეტად, რა მიმართულებებზე უწევს თქვენს გუნდს მუშაობა?
“კაიკონა” ცდილობს, ადამიანებს მისცეს იარაღები, რომ უფრო კონცეპტუალურად და სხეულებრივად შეიცნონ საკუთარი თავი, ერთმანეთი და გარემო; გადარჩენის რეჟიმიდან გადავიდნენ სწავლის რეჟიმში; იყვნენ ზრდაზე ორიენტირებულნი; მოიძიონ საკუთარ თავზე ზრუნვისა და ენერგიის აღდგენის განსხვავებული, ინდივიდური წყაროები. “კაიკონას” მთავარი იარაღებია Shanker Self-Reg®, Mindfulness (გონების სისავსის პრაქტიკა), Growth Mindset (ზრდაზე ორიენტირებული ხედვა), გამოყენებითი ნეირომეცნიერება და ICDP (ბავშვის განვითარების საერთაშორისო პროგრამა).
დეკემბერსა და იანვარში დაანონსდება ოთხი პროგრამა:
- Shanker Self-Reg® – სტრესის სიღრმისეული გააზრებითა და მასთან გამკლავებით თვითრეგულაციის გაუმჯობესების პროცესი. ეს პროგრამა ღირებული და მარტივად გამოსაყენებელია ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისა და ზრდასრულებისთვის, და ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ბავშვებზე ზრუნავენ და მათთან მუშაობენ.
- “კაიკონა” აქტიურად მუშაობს მოზარდებსა და მათ მშობლებთან და ეხმარება მათ, აღადგინონ ორმხრივი ნდობა და უწყვეტი ემოციური კავშირი სრული თანდასწრებითა და ურთიერთგაგებით. მოზარდობის პროგრამა – “შეკავშირების დროა!” – ეხმარება ოჯახებს ურთიერთობების გაღრმავებაში.
- “კაიკონა”-ს სამუშაო ველს წარმოადგენს ადამიანები, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა სფეროში. მათთვის შევქმენით “საერთო ადამიანურობის” პროგრამა, რომელიც დასაქმებულებს შესაძლებლობას აძლევს, გარდაქმნან სამუშაო არასასიამოვნო ვალდებულებების სტრესული ადგილიდან ჯანსაღ სივრცედ, კეთილგანწყობილი ურთერთბებით, სადაც გიხარია მისვლა და სიხარულით აკეთებ საქმეს.
- “კაიკონა” საზოგადოებას ასევე სთავაზობს ბავშვთა განვითარების საერთაშორის პროგრამას – ICDP, რომელიც ნორვეგიაში შეიქმნა. პროგრამის გავლა შეუძლია სხვადასხვა პროფესიისა და ინტერესის მქონე ადამიანებს.
როგორ არის შესაძლებელი თქვენი მომსახურებით სარგებლობა?
ჩვენ პროგრამებზე მიღება სხვადასხვა დროს იწყება, რამდენიმე პროგრამაზე დეკემბერი-იანვრიდან დაიწყება მიღება. ასევე, გვაქვს წერტილოვანი ინიციატივები, რომლებსაც ვაწვდით ადამიანებს. სულ ბოლო რაც მახსენდება, არის ჩვენი ჯგუფი – „საუბრები მშობლობაზე-Parenting talk”, სადაც გაწევრიანებულ ადამიანებთან ერთად დავიწყეთ შეხვედრები „ბიბლიოთეკა“, რომ ჩვენი გონებასა და ტვინს ინფორმაციული საკვები მივაწოდოთ. ყველა სიახლის შესახებ ჩვენს facebook- გვერდზე შეგიძლიათ, ადევნოთ თვალი სიახლეებს.
დაბოლოს, როგორ შეაფასებთ, რა სჭირდება საზოგადოებას?
ჩვენი გუნდი აცნობიერებს მსოფლიოში ჭარბი სტრესის არსებობას ხუთ სფეროში; ბიოლოგიური, ემოციური, კოგნიტური, სოციალური, და პროსოციალური. საქართველოში სიტუაციას უფრო ამწვავებს წარსული და ამჟამინდელი კულტურული, ისტორიული, გეოგრაიული და გარემო ფაქტორების ერთობლიობა.
მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად დავდივართ სკოლაში, ვსწავლობთ, ვმუშაობთ, ვერთობით, ახალ ნივთებს ვიძენთ და თითქოს ყველა დაკისრებულ „მოვალეობას“ ვასრულებთ, რეალურად, ადამიანების უმეტესობა გადარჩენის რეჟიმში ვართ. ჩვენი ორგანიზმი ჩვენგან დამოუკიდებლად, ნეიროიზიოლოგიურ დონეზე, იბრძვის რომ სასიცოცხლო ენერგია გამოიმუშაოს ყოველდღიურად. ეს კი უარყოფითად აისახება ადამიანებისა და მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობაზე.
“კაიკონას” ხედვით, ადამიანებს ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად უსაფრთხოების განცდის შეგრძნება სჭირდებათ; უსაფრთხოების განცდისთვის კი აუცილებელია თანაგრძნობა – თანაგრძნობა საკუთარი თავისა და სხვების მიმართ.
ყველა ადამიანი ღირებული და მნიშვნელოვანია ამ სამყაროში – თუმცა, ყოველდღიური რუტინა და სტრესი ავიწყებთ მათ ამ ყველაფერს. “კაიკონა” დაიბადა, რომ შეახსენოს მათ სიყვარულის, სითბოსა და მიკუთვნებულობის განცდა. “კაიკონა” დაიბადა ადამიანებისთვის და ადამიანებთან ერთად სითბოსა და სიყვარულის შეგრძნებისთვის.
მასალა მოამზდა : მარიამ ტიელიძემ