დღეს მსოფლიოს უკვე არაერთი ფაქტი აქვს იმის დასადასტურებლად, რომ კორონავირუსმა არ იცის სქესი, თანამდებობა, ქვეყანა და ქალაქი. გამონაკლისი ამ მხრივ არც ჩვენი ქვეყანაა. საქართველოში ყოველდღიურად covid19-ის შემთხვევების საკმაოდ დიდი მაჩვენებელი ფიქსირდება. ინფიცირდებიან როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე – საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაინფიცირების ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენენ. ძალიან ბევრი ექთნის თუ ექიმის დასნებოვნების სესახებ გვსმენია. თბილისის ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგის ცერცვაძე ერთერთია, ვინც დღეს ვირუსს ებრძვის.
მთავრობა აქტიურად მუშაობს ღონისძიებებზე, რომლებიც, მეტნაკლებად, შეამცირებს დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელს. ცხადია, მათ ბევრ ადამიანთან უწევთ კონტაქტი და რეგულაციების დაცვა სირთულეებთან არის დაკავშირებული. კორონავირუსით დაინფიცირდა, თუმცა უკვე გამოჯანმრთელდა საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია; ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა. გარდა ამისა, საკმაოდ ბევრი მაჟორიტარი, პარლამენტის წევრი. თაკო ჩარკვიანი იყო ერთერთი პირველი, ვის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია.
ვიცით, რომ სიახლეების გავრცელების წყაროები ჟურნალისტები არიან. მათ ყოველ წუთს აქტიურობა უწევთ, რის გამოც მათი ნაწილი დაინფიცირდა კიდეც. ვირუსი უკვე დაანარცხეს თეონა ცხომელიძემ, გიორგი გაბუნიამ, ვიკა ბუკიამ, გიორგი ხუხიამ და ა.შ.
კოვიდდადებითები იყვნენ მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი; დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი; მომღერალი სოფო გელოვანი; ქართველი პოეტი, მწერალი და მთარგმნელი, შოთა იათაშვილი. ერთერთი პირველი კი, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე იყო.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ