„Eurobasket 2021″-ის შესარჩევ ეტაპის მესამე ტურში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები სტუმრად ფინეთის ნაკრებს შეხვდა და 6 ქულის სხვაობით, 85:91 გაიმარჯვა.
1 ტაიმი ქართველმა კალათბურთელებმა 40:44 მოიგეს, მეორე ნახევარში კი 45:47 გაიმარჯვეს.
საქართველოს ნაკრების მხრიდან საუკეთესო მოთამაშე გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც მეტოქეს ორმაგი დუბლი შეუსრულა. შერმადინმა ფინეთის წინააღმდეგ 27 ქულა და 10 მოხსნა დააფიქსირა.
3 ტურის შემდეგ ქართველი კალათბურთელები 3 მოგებით ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობენ. ილიას ზუროსის გუნდი შესარჩევი ეტაპის მომდევნო შეხვედრას 30 ნოემბერს, სტუმრად შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.