კოვიდ პანდემია დასრულდება,- ამის შესახებ WHO-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ წელს დღესასწაულებს ჩვეულებისამებრ ვერ აღვნიშნავთ, დაგეგმეთ თქვენს ოჯახთან ერთად როგორ აღნიშნავთ ამ ყველაფერს მაშინ, როდესაც უსაფრთხო იქნება.
კოვიდ პანდემია დასრულდება – და ჩვენ, ყველამ მის დასრულებაში გარკვეული როლი უნდა ვითამაშოთ
პანდემიამ გვაჩვენა, რომ მაშინ, როდესაც ადამიანების ჯანმრთელობას საშიშროება ემუქრება, მსოფლიოს შეუძლია გაერთიანდეს და გამკლავების სხვადასხვა გზა ერთად მოძებნოს.
ადამიანების უმეტესობისთვის პანდემია შიშის წყაროა, მაგრამ ის, შესაძლოა, იმედის წყაროც იყოს, რადგან ჩვენ შეგვიძლია კოვიდის დამარცხება, ჩვენ დავამარცხებთ აივ-ინფექციასაც“,- განაცხადა WHO-ს ხელმძღვანელმა.