ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე, პალიტრანიუსის ეთერში, საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ საავადმყოფოებში ადამიანები ნაცნობობით ან ცნობადობით ხვდებოდნენ.
“საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც ვერ გამორიცხავთ ამ ფენომენს, ვიღაც ვიღაცას მეტ ანგარიშს უწევს ან ახლობლობით ან იმიტომ, რომ ის დამსახურებული, ცნობადი პიროვნებაა, თქვენ რა გგონიათ მსოფლიოში არ არის ეს ფენომენი? ყველგან არის, მაგრამ რაც უფრო ცივილიზებული სახელმწიფოა, რაც უფრო კანონმორჩილი და დიდი ტრადიციები აქვთ დემოკრატიის, იქ უფრო ნაკლებია, თორემ ყველგან არის, პროტექციონიზმი რა ამერიკაში არ არის გგონიათ? ყველგან არის. მასიური ხასიათი ამას არ აქვს, განსაკუთრებით ჩვენთან. მე პირადად გამოვირჩევი იმით, რომ ჩემთვის არ არსებობს პრივილეგირებული და არაპრივილეგირებული პიროვნება, რომელიც ვთვლი, რომ იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას” – თქვა ცერცვაძემ პალიტრანიუსის ეთერში – ამბობს თენგიზ ცერცვაძე
შეაგახესენებთ, კორონავირუსის გავრცელების ზრდის გამო , ქვეყანაში არსებულ კლინიკებსა თუ საავადმყოფოებში საწოლი ადგილების პრობლემაა შექმნილი.