საქართველოში ახალი კორონავირუსით რეინფიცირების სამი შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
“შეიძლება ანტისხეულები გამომუშავდეს და ისინი არ იყვნენ საკმარისი დამცველი პოტენციალით აღჭურვილი… ისევე, როგორც ზოგიერთ კოვიდ გადატანილს დღეს უვითარდება მეტ-ნაკლებად ძლიერი იმუნიტეტი და ზოგს არ უვითარდება”, – თქვა მან.
წამყვანის კითხვის საპასუხოდ, ჰქონია თუ არა პრაქტიკაში შემთხვევა, როცა არ გამომუშავებულა ანტისხეულები და არსებობდა ვირუსით ხელახლა ინფიცირების ალბათობა, ცერცვაძემ თქვა, რომ რეინფიცირების შემთხვევები უკვე გამოვლინდა.
“ხშირად ამბობენ, რომ აი, [ხელახლა] დამემართა და მერე აღმოჩნდება, რომ სხვა რამ დაემართათ. დადასტურებული სამი [შემთხვევაა]”, – თქვა მან.