მსოფლიოში არსებობენ ვარსკვლავები, რომლებიც სხვებისთვის პოპულარულები არიან საკუთარი გამორჩეული ნიჭისა და უნარების გამო. თუმცა, ისინი სხვა პროფესიის წარმომადგენლები არიან, ამავდროულად. ვინ არიან ეს ადამიანები? გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.
რობინ რიანა ფენტი, ცნობილი, როგორც უბრალოდ რიანა – ის თაყვანისმცემელს საკუთარი მუსიკალური კლიპებიდან შეუყვარდა. თუმცა მომღერალს, ასევე, სხვა საქმიანობებიც აქვს მორგებული – გახლავთ მსახიობი, კომპოზიტორი და დიზაინერი.
პროდიუსერი, ტელეწამყვანი, მსახიობი და მომღერალი – ეს ყველასთვის ცნობილი ამერიკელი რეპერი, ემინემია.
ჯენიფერ ლოპესი – ის ერთდროულად არის მსახიობი, მომღერალი, კომპოზიტორი, მოცეკვავე და დიზაინერი. უმეტესად, ის საკუთარ გულშემატკივარს შესრულებული როლების გამო უყვარს.
ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი და პროდიუსერი – ეს ყველასთვის საყვარელი ჯენიფერ ენისტონია. მის მიერ შესრულებული როლები განსაკუთრებულად დასამახსოვრებელია.
მსახიობი, მოდელი და მომღერალი – სკარლეტ იოჰანსონი. უმეტესად, თაყვანისმცემლებს ის შესრულებული როლების გამო უყვარს.
ჯასტინ ტიმბერლეიკი – ამერიკელი პოპ და რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი, სიმღერის ტექსტების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი, მოცეკვავე და მსახიობი.
ამერიკელი R&B მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, მსახიობი, მოცეკვავე, მოდის დიზაინერი და მოდელი – დიახ, ეს ბიონსეა.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ