ლევან რატიანის მისამართით სოციალურ ქსელში დაწერილ მრავალ სამადლობელ პოსტს შეხვდებით.
საქვეყნოდაა ცნობილი, რომ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორს პაციენტებთან განსაკუთრებული მიდგომა აქვს.
სწორედ ამას ადასტურებს კიდევ ერთი ამბავი, რასაც მადლიერი მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს.
ის ჰყვება, როგორ დაეხმარა მძიმე მდგომარეობაში მყოფ ორსულს ლევან რატიანი და მის გადასარჩენად ამ წუთებშიც იბრძვის.
“ახლა არ ვიცი, რას ვგრძნობ… ეს ბიჭი არის ზეადამიანი… ვერც წარმოვიდგენდი, ჟამიანობასთან დაძაბულ ბრძოლაში ჩაბმული პერიფერიიდან, ცაგერიდან შესული ზარის საპასუხოდ მოიცლიდა. როცა ვუთხარი ქუთაისში მყოფი ორსულის მდგომარეობა იყო მძიმე და მასთან გადაყვანა იყო აუცილებელი, არც მეტი არც ნაკლები ვტირიო, მიპასუხა და სასწრაფოდ გადმოიყვანონ, ველოდებიო. გაიწელა გზაც, დროც…
ტელეფონით რამდენჯერმე ისევ გახდა აუცილებელი მასთან დაკავშირება და იმწამიერმა პასუხებმა, სიტყვებს ვერ ვძებნი, რა მაგრძნობინა…გაკვირვებული ვარ რამხელა სიკეთე დევს ამ ადამიანში.
ამ წამს ორსული გოგონა ლევან ექიმთან შეჰყავთ. ეს ბიჭი,ზეადამიანი სულით ხორცამდე ექიმია…გმირია, გმირი.
მეც ვტირი ახლა… ეს ღამე მე ლოცვა-ვედრებაში დამათენდება…
თქვენ კი, ლევან ექიმო ამ გოგოს და კიდევ ბევრის სიცოცხლისათვის იბრძოლებთ!.. და უფლის ნებით, სიცოცხლისათვის გამარჯვებით შემოგათენდებათ! ვიცი, მჯერა, რომ უშველით!.. მჯერა, რომ კიდევ ერთ სიცოცხლეს გადაარჩენთ! სხვანაირად არ იქნება!!!! თქვენ გმირი ხართ! სიცოცხლის გადარჩენა ხომ ყველაზე დიდი გმირობაა ქვეყანაზე!..მიყვარხართ, მეიმედებით,ზეადამიანო!”-წერს ბელა საღინაძე სოციალურ ქსელში.