გორში, ფარნავაზის ქუჩაზე მდებარე თონე ხვალიდან პურს, ლობიანს და ნაზუქს უფასოდ გასცემს. პროდუქციის უფასოდ გაცემა ორი დღე გაგრძელდება. თონეს მეპატრონემ ხათუნა ჯაფარიძემ აღნიშნული გადაწყვეტილება პანდემიის გამო მიიღო.
„ 5 დეკემბერს დილის 10:00 საათიდან ფარნსვაზის #26 (ყოფილი ძნელაძის ქუჩა) არსებულ თონეში გაიცემა პური, ლობიანი ნიგვზით და უგემრიელესი ნაზუქი. თქვენ გეპატიჟებათ დიდი სიყვარულით ხათო. ეს ყველაფერი გაიცემა უფასოდ“- წერს ხათუნა ჯაფარიძე.