პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი ლაივ ჩართვის მეშვეობით საზოგადოებას რჩევებს აძლევს და განმარტავს, რა შემთხვევაში უნდა მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია.
“ერთი რამ მინდა ჩემგან ყველამ იცოდეთ, თუ სიცხე “გაჯიუტდა” და 48 საათის განმავლობაში 38+1 გრადუსი დაფიქსირდა, არ აქვს ამას მნიშვნელობა არც ასაკს, არც სქესს, იმყოფებით თუ არა რისკ ჯგუფში, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ყველა პაციენტი მოხვდეს ექიმთან და გაიაროს ემერჯენსის ოთახი. ვინაიდან ეს წარმოადგენს, ერთ-ერთ სიგნალს იმისას, რომ პაციენტს ესაჭიროება სამედიცინო მომსახურეობა. ცხელება საგანგაშო ნიშნად მინდა ჩათვალოთ, თერმომეტრი ყველას გაგვაჩნია სახლში და თუ 38-ს +1 ცელსიუსი აღმოგაჩნდათ 48 საათის განმავლობაში და თუ ამას დაემატა საერთო სისუსტე და ძლიერი ხველა, აუცილებლად უნდა განხორციელდეს ასეთი პაციენტების ჰოსპიტალიზაცია. ასეთ ვითარებაში ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მოვხვდეთ ექიმთან და ჩავიტაროთ პირველადი გამოკვლევები”-აღნიშნავს ლევან რატიანი.