როგორც ცნობილია, საქართველო კვლავ დაუბრუნდა შეზღუდვებს, რომლებიც პანდემიის გავრცელების რისკების შესამცირებლად ერთხელ უკვე დაწესდა. მიუხედავად იმისა, რომ სრული “ლოქდაუნი” არ გამოცხადებულა, შეზღუდვა მაინც საკმაოდ ბევრია და საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაცაა. განსაკუთრებული განხილვის საგანი გახდა პუნქტი, რომლის მიხედვითაც ახალი წლის პერიოდში, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით საქართველოს 8 დიდ ქალაქში მოიხსნება ყველა ახალი შეზღუდვა. აქ იგულისხმება, რომ იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები; აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. ეს ქალაქები გახლავთ: ეს ქალაქებია – თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ფოთი, ზუგდიდი და თელავი. ამასთან, გამონაკლისი იქნება მხოლოდ 21 საათიდან 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა, რაც ახალი წლისა და შობის ღამეს მოიხსნება.
აღნიშნულ საკითხზე “თბილისი თაიმსი” ინფექციონისტს, მაია ბუწაშვილს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, მსგავს ნაბიჯს ჯობდა, საერთოდ არ ჩაკეტილიყო დაწესებულებები და ადამიანებს თანდათან ევლოთ მაღაზიებში.
“ახლა ერთბაშად მიაწყდება ყველა მაღაზიებს საახალწლო ვაჭრობისთვის და დაინფიცირების შანსები კიდევ უფრო გაიზრდება”, – აღნიშნავს ბუწაშვილი.
შეგახსენებთ, პანდემიის გამო დაწესებული ახალი შეზღუდვები ძალაში უკვე 28 ნოემბრიდან შევიდა. საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განმარტებით, უმკაცრესად იქნება გაკონტროლებული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმები.
“ცხოვრება გრძელდება და ჩვენ ვერცერთ შემთხვევაში გვერდს ვერ ავუვლიდით და ვერ დავივიწყებდით საახალწლო დღესასწაულებს”, – აღნიშნავს გახარია.
მასალა მომაზადა : მარიამ ტიელიძემ