თამარ სანიკიძე ხუთი წლის ბავშვის სკოლაში შეყვანის ამკრძალავ კანონპროექტზე მუშაობას არ ადასტურებს. როგორც განათლების მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განუცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.
თამარ სანიკიძის განმარტებით, საუბარია მხოლოდ იდეის დონეზე, შესაბამისად კონკრეტული შედეგები არ არსებობს.
“ჯერ მუშავდება გარკვეული კვლევები, შესაბამისად საკითხი არის იდეის დონეზე და მე მას მაღალ ლეგიტიმაციას არ მივცემდი. ჩატარებულია რამდენიმე კვლევა, რამდენად შეუძლია 5 წლის ბავშვს სასწავლო პროცესში მონაწილეობა, შესაბამისად ჩვენ ამ კვლევის შედეგზებს ვსწავლობთ. კანონპროექტის ინიცირება არც გამიკეთებია და ამაზე არც ვმუშაობთ”, – აღნიშნა სანიკიძემ.
30.10.13
Discussion about this post