ხშირად ისე ხდება, რომ მშობლის ნიჭი შვილსაც გამოჰყვება ხოლმე და ასე ვიღებთ ნიჭიერ ოჯახებს – საქართველოში მსგავსი არაერთი შემთხვევაა. უმთავრესად, ჩვენ გვსმენია, რომ მომღერალ დედას ან მამას შვილიც ამ უნარით დაჯილდოებული ჰყავს. ხელოვნება და კულტურა ხომ სწორედ ისაა, სადაც გენეტიკა ერთერთ წამყვანს როლს ასრულებს.
ხუციშვილების ოჯახი – ყველასთვის საყვარელ მომღერალ გიო ხუციშვილს შვილებიც, ზუკა და ნოდარიკო, საამაყო მომღერლები ჰყავს.
ზურა და გიო ყიფშიძეები – ორი თაობის წარმომადგენლები, რომლებმაც სამსახიობო კარიერა აირჩიეს.
ნატო გელაშვილი, ლუკა ჭოხონელიძე – ნატო ქართველებისთვის გამორჩეული მომღერალი და კომპოზიტორია, ლუკა კი მსმენელმა მუსიკალური პროექტიდან გაიცნო.
ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე – განსხვავებული სტილი, სამი თაობა და სიყვარული მუსიკისადმი – საამაყო ქართული ოჯახი.
ეკა კახიანი და ნინი ბადურაშვილი – ყველასთვის კარგად ცნობილი დედა-შვილი. მომღერლები, რომლებზეც ბევრი ამბობს, რომ დებივით გამოიყურებიან.
მაია ჯაბუა, ლიზა ყენია – განსხვავებული სტილის მომღერლები. დედა-შვილი, რომელსაც ქართველები შესანიშნავად იცნობენ.
ბიძინა და ბერა ივანიშვილები – ქართველი ბიზნესმენი და ახალგაზრდებში განსაკუთრებულად პოპულარული ბერა.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ