პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განმარტა, რომ კორონავირუსით ინფიცირება და ვირუსით დაავადება ერთი და იგივე რამ არაა.
“კორონავირუსით ინფიცირება და PCR ტესტით მისი იდენტიფიცირების შემთხვევა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ დაავადებული. თუ ადამიანს აქვს მცირე სიმპტომი და PCR ტესტით აღმოაჩნდა დადებითი პასუხი და არ აქვს კლინიკური გამოვლინება, ეს არ ნიშნავს, რომ Covid-19-ით დაავადებულია. Covid-19 ნიშნავს — ადამიანს პლუს, ინფექცია და პლუს კლინიკური გამოვლინება. ეს განსხვავება, სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობისთვის არ იყო მიწოდებული”,— განაცხადა ლევან რატიანმა.
ლევან რატიანმა, ასევე, განმარტა, რომ კოვიდინფიცირებული ტერმინი არ არსებობს და ეს არის ახალი კორონავირუსით ინფიცირება და Covid-19-ით დაავადება.