დაავადებათა კონტროლის ეროვნილი ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ადასტურებს, რომ ბოლო ორი კვირის მანძილზე საქართველო 100 000 მოსახლეზე კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. თუმცა, მიუხედავად ამისა ამბობს, რომ სისტემამ გაუძლო.
“დავაზუსტოთ, ბოლო ორი კვირის მონაცემებით, გავრცელებით 100 000 მოსახლეზე მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. იმის ისტორიას, თუ რამ მიგვიყავანა აქამდე ინფეცქიიც გავრცელების გავრცელების მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზე გავედით, არ გვინდა, ყველამ ვიცით, რა ხდებოდა წინა მონაკვეთებში… ჩვენმა სისტემამ გაუძლო, კი ხარვეზებით, ვიცით როგორი იყო, მაგრამ ფაქტია, სისტემამ გაუძლო. მეტს ვერ გაუძლებდა, ამისი პროგნოზი რახან იყო გაცილებით უარესი, დაწესდა შეზღდვები და ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ შედეგი მოგვცა და სტაბილიზაცია არის”, – თქვა ამირან გამყრელიძემ.
იმნაძის თქმით, ახლა ვირუსი შეკავებულია და მიუხედავად ტესტირების გაორმაგებისა მატება არ გვაქვს.